სერგეი ლავროვი: დასავლეთი რუსეთს შორდება მართლმადიდებლობასთან მისი დაბრუნების გამო
საქართველო, 6 ივნისი,
საქინფორმი. რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა
სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ტრადიციულ სულიერ ფასეულობებს უბრუნდება და ეს მისგან დასავლეთის დაშორების ერთ-ერთი მიზეზია, - იტყობინება „ინტერფაქს-რელიგია“.
„ჩვენდა გასაოცრად, ოპერირებენ იმ თეზისითაც, რომ საბჭოთა კავშირი, მისი კომუნისტური დოქტრინით, დასავლეთში შემუშავებულ იდეათა სისტემის ჩარჩოებში მაინც ჯდებოდა, მაშინ, როცა ახალი რუსეთი მართლმადიდებლობის ფესვებზე აღმოცნებულ თავის ტრადიციულ ფასეულობებს უბრუნდება და ამის გამო კიდევ უფრო გაუგებარი ხდება“, - განაცხადა ლავროვმა მოსკოვში საერთაშორისო საქმეებში რუსეთის საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე. მისივე თქმით, ამასთან ერთად, ბოლო ხანებში სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება წინააღმდეგობები „ობიექტურად განმტკიცებულ მრავალპოლარულობასა და აშშ-ისა და ისტორიული დასავლეთის მისწრაფებას შორის, შეინარჩუნონ თავისი ჩვეული დომინანტი პოზიციები, თანამედროვე სამყაროს კულტურულ-ცივილიზაციურ მრავალფეროვნებასა და მცდელობებს შორის, ყველას თავს მოახვიონ ღირებულებების დასავლური სკალა“.