უცხოეთი
ბგანბა: შეთანხმებები, რომლებიც რფ-სა და აფხაზეთის ურთიერთობას შეცვლის, არ მზადდება

Bganba-ucx-1საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. ახალი შეთანხმებები, რომლებიც რფ-სა და აფხაზეთის ურთიერთობის ხასიათს შეცვლის და ორ ქვეყანას ასოცირებულ ურთიერთობაზე გადაიყვანს, არ მზადდება. ამის შესახებ აფხაზეთის პარლამენტის სხდომაზე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ განაცხადა.

„საზოგადოებაში მუსირებს ხმები რაღაც ახალ ხელშეკრულებებზე, რომლებიც თითქოსდა პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია. მინდა განვაცხადო, რომ არავითარი ახალი ქაღალდები ჩვენ არგვაქვს. გვაქვს ძირითადი საბაზისო დოკუმენტი - რფ-სთან შეთანხმება, 2009 წლის. ყველა დანარჩენი კი, რომელთა რიცხვი 80-ს აღწევს, მისგან გამომდიანარეობს“, - აღნიშნა ბგანბამ.