აქტუალური
კიდევ ერთი ახალი ვალი

US-ExportImportBankსაქართველო ამერიკული „ექსიმ ბანკისგან“ 200 მილიონის სესხის აღებას გეგმავს. ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ამერიკაში მყოფი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მართავს. ბაკურ კვეზერელის განცხადებით, თანხა ძალიან იაფად, სამ პროცენტში გვეძლევა და ქართული ბიზნესისთვისაა განკუთვნილი. კრედიტის მიღება გადამამუშავებელი მრეწველობით, ასევე სასათბურე მეურნეობებით დაკავებულ ბიზნესმენებს შეეძლებათ.
როგორც ეკონომიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა საქინფორმთან საუბრისას აღნიშნა, „ამდენი ვალის გასტუმრება საქართველოს ძალიან გაუჭირდება. ისედაც სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას ამ ვალების გასტუმრება მოუწევს, რაც მომავალში კიდევ უფრო მძიმე მდგომაროებაში ჩააგდებს მას“.