საზოგადოება
რობერტ დადლი: “ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პროექტი, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით გაზს მიაწვდის თურქეთს, საბერძნეთს, ალბანეთს!”
Obshestvo3საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი BP Group-ის აღმასრულებელ დირექტორს რობერტ დადლის შეხვდა.  მხარეებმა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს. საუბარი შეეხო ასევე მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი გაზსადენის – შაჰდენიზის პროექტს. 
ჩვენ პრემიერ-მინისტრს მივაწოდეთ განახლებული ინფორმაცია შაჰდენიზის პროექტის მიმდინარეობის შესახებ. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პროექტი, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით გაზს მიაწვდის თურქეთს, საბერძნეთს, ალბანეთს. მე დღეს დავათვალიერე გაზსადენის მშენებლობა. ეს პროექტი უახლოეს მომავალში საქართველოს 2 ათასამდე სამუშაო ადგილს მოუტანს. საქართველოში უკანასკნელად 2000 წელს ვიყავი და დღეს პრემიერ-მინისტრს გავაცანი ჩემი შთაბეჭდილებები იმ უდიდესი პროგრესის შესახებ, რომელიც სახეზეა“, - აღნიშნა რობერტ დადლიმ.