აქტუალური
საქართველოს თავდაცვის მინისტრის კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე: „ამერიკის მხრიდან საქართველო იქნება უფრო დაცული!“

aqtual-3-kommentariiსაქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე, სადაც ბარაკ ობამა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებაზე ლაპარაკობს.

“ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეგვიძლია - სამიტის შემდეგ, იმ შემოთავაზებებით, რომლებიც აქვს ნატოს და თავად პრეზიდენტ ობამას, ამერიკის მხრიდან საქართველო იქნება უფრო დაცული. აქ საუბარი არის, კონკრეტულად, საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების და ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე. როგორც იქნება ასახული ჩვენი ინტეგრაციის პროგრესი  სამიტის დეკლარაციაში, პარალელურად ამისა, იქნება გაძლიერებული ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა.

ჩემი აზრით, ეს იქნება ისტორიული მომენტი ჩვენი ქვეყნის ურთიერთობაში ნატოსთან, რომ დეკლარაციული ხასიათის განცხადებებიდან მეტი აქცენტი გადავა კონკრეტულად საქართველოზე, ჩვენს ტერიტორიაზე თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაზე. ეს იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ჯარისთვის. რომელიც არის, პრაქტიკულად, სრულად თავსებადი ნატოსთან. ეს აღნიშნა ყველა გამომსვლელმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე და რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ გვექნება შემაკავებლის ფუნქცია“, - აღნიშნა ალასანიამ.