უცხოეთი
ტურჩინოვი აღმოსავლეთ უკრაინაში ჩავიდა, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს

turCinov-ucx-2საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. რადას მიერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული ალექსანდრე ტურჩინოვი ვიზიტით იმყოფებოდა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში, სადაც ძალოვანები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებლობის მომხრეების წინააღმდეგ სპეცოპერაციას ატარებენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა რუსლან კოშულინსკიმ განაცხადა.

წინა დღეს ტურჩინოვმა დაავალა ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, შეესწავლა დონეცკისა და  ლუგანსკის ოლქებში სამხედრო მდგომარეობის შემოღების საკითხი, რაც უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტისა და მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედროების მასობრივი დაღუპვის შეწყვეტის აუცილებლობით აიხსნა.

აპრილის შუა რიცხვებიდან კიევის ხელისუფლება აღმოსავლეთ უკრაინაში სპეცოპერაციას ატარებს საპროტესტო მოძრაობის ჩახშობის მიზნით, რომელიც ხელისუფლების ცვლას მოჰყვა.