უცხოეთი
სლავიანსკის სახალხო მოლაშქრეებმა კიდევ ერთი შვეულმფრენის ჩამოგდების შესახებ განაცხადეს

opolCenci-ucx-1საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. სლავიანსკის სახალხო მოლაშქრეებმა უკრაინული არმიის მორიგი შვეულმფრენის ჩამოგდების შესახებ განაცხადეს.

„ორი შვეულმფრენი დასტრიალებდა თავს ქარხანასთან მდებარე ბლოკპოსტს. საზენიტო დანადგრებიდან ვესროლეთ და ერთი ჩამოვაგდეთ“, - განუცხადეს “რია ნოვოსტის” სახალხო ლაშქრის შტაბში.

ეკიპაჟის მდგომარეობა და შვეულმფრენის დაზიანების ხარისხი ჯერჯერობით უცნობია.

სულ ბოლო თვენახევრის განმავლობაში სლავიანსკში სახალხო მოლაშქრეებმა ათამდე სამხედრო შვეულმფრენი დააზიანეს.