რედაქტორისგან
საქინფორმის პროგნოზი ისევ მართლდება - რუსეთმა აზერბაიჯანი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მიიწვია!

aqtual-2-redaq-2საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. 2014 წლის 28 აპრილს საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში პირველად გამოთქვა თავისი ნტეგრაციული ფორმულა “აზერბაიჯანი + რუსეთი = აზერბაიჯანი + ნახჭევანი + ყარაბაღი”. “ყარაბაღის პრობლემა შეიძლება გადაიჭრას იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანი ევრაზიულ კავშირში შევა სომხეთის კვალდაკვალ, რომელსაც თურქეთის პრემიერმა ერდოღანმა გასულ ოთხშაბათს პირველად გამოუცხადა თანაგრძნობა და ამით, პრაქტიკულად, აღიარა სომეხთა გენოციდი ოსმალეთის იმპერიაში 1915 წლის 24 აპრილს”, - აღნიშნა მთავარმა რედაქტორმა თავის ინტერვიუში.

და აი, 2014 წლის 2 ივნისს რუსეთმა აზერბაიჯანი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მიიწვია:

“ინტეგრაციის ყველა ფორმა განხილვადი და ღიაა. აზერბაიჯანის ინტეგრაცია ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ან საბაჟო კავშირში კონკრეტული განხილვების საგანია, ისევე, როგორც ინტეგრაციის სხვა ფორმები. აქ არანაირი აკრძალვები არ არსებობს. მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანის მონაწილეობა ამ შეთანხმებებში ლოგიკური იქნებოდა”, - აღნიშნა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ალექსეი ულიუკაევმა, რომელმაც შეახსენა, რომ აზერბაიჯანი დსთ-ს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობს.

“მაგრამ საჭიროა წინსვლა. ევრაზიული ეკონომიკური კავშირი არა მარტო თავისუფალი ვაჭრობის ბაზარია. აქ გათვალისწინებულია, აგრეთვე, მომსახურების გაწევა, ინვესტიციების ჩადება, სამუშაო ძალა, რაც ბიზნესის დაცვას ნიშნავს”, - დასძინა მინისტრმა.