უცხოეთი
რუსეთმა ოფიციალურად შეატყობინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ურთიერთობის დროებით გაწყვეტის შესახებ

paseსაქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. მოსკოვმა ოფიციალურად აცნობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მასთან თანაშრომლობის დროებით შეწყვეტისა და ასამბლეის საზაფხულო სესიებში მონაწილეობაზე უარის შესახებ, - განაცხადა სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვმა.

“ჩვენ ასამბლასთან თანაშრომლობა დროებით შევაჩერეთ – იმ დროის განმავლობაში, ვიდრე ჩვენი დელეგაციის წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს. ამის შესახებ 26 მაისს საპარლამენტო ასამბლეის საპრეზიდენტო კომიტეტის წევრ თინი კოქსს ინფორმაცია მივაწოდეთ, როდესაც ის მოსკოვში იმყოფებოდა და სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინს შეხვდა”, - განაცხადა პუშკოვმა.

მისივე თქმით, ნარიშკინმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ან ბრასერს წერილი გაუგზავნა, სადაც “უკრაინის კრიზისისა და ყირიმის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია“ დაასაბუთა, ასევე რუსული დელეგაციისთვის რიგი უფლებების შეჩერების გამო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გააკრიტიკა.