სამართალი
ხეტყის უკანონო გადამუშავებაზე ჯარიმა 300-დან 4000 ლარამდე იზრდება

xetye"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები დეპუტატებმა - ლაშა თორდიამ და კახა ანჯაფარიძემ მოამზადეს. კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხეტყის პირველადი გადამუშავება 2000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს, სამართალდამრღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. აღნიშნული ქმედებების განმეორებისთვის სამართალდამრღვევებს 4000 ლარის ოდენობით დააჯარიმებენ პროდუქციისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. მოქმედი კანონმდებლობით, ხეტყის პირველადი გადამუშავება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მხოლოდ 50-დან 300 ლარამდე ჯარიმითა და სამართალდარღვევის იარაღის შესაძლო ჩამორთმევით ისჯება.