რელიგია
საპატრიარქოს საგანგებო განცხადება კათოლიკოს-პატრიარქის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

sapatriarqoსაქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. კათოლიკოს-პატრიარქის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე საპატრიარქო საგანგებო განცხადებას აკეთებს.

ზოგიერთი პიროვნება და სააგენტო რამდენიმე დღეა მასმედიის და სოციალური ქსელების საშუალებით ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას როგორც კათოლიკოს-პატრიარქთან დაკავშირებით, ისე 3 ივნისის წმიდა სინოდის სხდომის შესახებ. ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რაც ადრეც რამდენჯერმე განახორციელეს.

განვმარტავთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი რიგითი სხდომა, რომელიც ყოველ წელს ორჯერ იმართება საქართველოს საპატრიარქოში“, - ნათქვამია განცხადებაში.