სამართალი
საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანს საკანში ჯვარი, ლოცვები და წერილი შეუგზავნა. ამის შესახებ „Frontnews“-ს კვიციანის ადვოკატმა რევაზ კახნიაურმა განუცხადა.
რაც შეეხება საქმეს, ადვოკატი აცხადებს, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც წაყენებულ ბრალდებას დაადასტურებს.
ამასთან, მისივე თქმით, არ არსებობს საფუძველი კვიციანის პატიმრობაში დასატოვებლად.