პსაკი: კიევის მოქმედებები უკრაინაში შეშფოთებას არ იწვევს
საქართველო, 29 მაისი,
საქინფორმი. უკრაინის ფედერალიზაციის მომხრეებს ქვეყნის აღმოსავლეთში სიტუაციის მკვეთრი გამწავავებისათვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, - განაცხადა რეგულარულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსმა ჯენ პსაკიმ.
მისი თვალსაზრისით, კიევის ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომელიც სრულმასშტაბიან სამხედრო ოპერაციას აწარმოებს თავისი მოქალაქეების მიმართ, „ყველა უფლება“ აქვს იმისა, რომ „ამჟამინდელ ვითარებაში ის მოიმოქმედონ, რასაც აუცილებლად მიიჩნევს“, - იტყობინება “იტარ-ტასი”.