უცხოეთი
სლავიანსკისთვის ცეცხლის გახსნისას ჭურვები სკოლასა და საბავშვო ბაღს მოხვდა

1-detsad-zar-2საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. დონეცკის სლავიანსკისთვის ცეცხლის გახსნისას 9 ადგილობრივი მცხოვრები დაიჭრა. ერთ-ერთი ჭურვი რუსეთის ტელე და რადიოსამაუწყებლო კომპანიის გადამღები ჯგუფის მანქანის გვერდით აფეთქდა.

ჟურნალისტთა თქმით, მშვიდობიან მოსახლეობას შორის არიან დაჭრილები, რომელთაგან 4 ბავშვია. ჭურვები ქაოსურად ფეთქდებოდა და ერთი მათგანი მე-13 სკოლის სააქტო დარბაზს მოხვდა მაშინ, როცა იქ მასწავლებლები და მოსწავლეები იმყოფებოდნენ. ისინი სარდაფში ჩავიდნენ და რამდენიმე საათი იქ გაატარეს. ანალოგიური სურათი იყო გვერდით მდებარე საბავშვო ბაღშიც.