აქტუალური
მისტერ “ყველაფერს ვყიდი” საქართველოს შემდეგ უკრაინის გაყიდვას შეუდგა!

1-mister-akt-2საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. კახა ბენდუქიძემ დაადასტურა ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად მისი დანიშვნის შესახებ და დასძინა, რომ უკვე მიიღო მონაწილეობა კონსულტანტთა საბჭოს სხდომაში, რომელშიც, მის გარდა, ორი კანადელი და ორი ამერიკელი მრჩეველია.

“ეს საბჭო თვეში ერთხელ შეიკრიბება და მასზე უკრაინის ეკონომიკის საჭირბოროტო საკითხებზე იქნება მსჯელობა. უკრაინა დღეს მძიმე მდგომარეობაშია, ეს მრავალწლიანი არაფრის კეთების შედეგია. თხოვნით მივმართავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს - მაქსიმალურად დაუჭირონ მხარი უკრაინას, ვისაც რით შეუძლია. თუ მე შევძლებ, უკრაინას რამით დავხმარო, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვიქნები!” - განაცხადა კახა ბენდუქიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისა და გრიგოლ ქათამაძის დანიშვნას, ბენდუქიძე ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს და ინფორმაციის უქონლობას იმიზეზებს.