საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. ფოტოზე ქვემოთ - ფაშიზმისა და ჰიტლერის მშობელი ქვეყნის (რომელმაც შემდეგ თავის წარსულზე უარი თქვა) კანცლერი ანგელა მერკელია თავისი სტუმრების - ქვეყნების ლიდერთა გარემოცვაში, რომლებსაც ის მოუწოდებს, არჩევანი გააკეთონ - ან “ევროკავშირის დემოკრატიული ფასეულობები, ან რუსეთი”:
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით გერმანიის კანცლერთან და უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია “აღმოსავლეთ პარტნიორობით” გახსნილი პერსპექტივის განხორციელების თვალსაზრისით.
“27 ივნისს ჩვენ ხელს მოვაწერთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. მზად ვართ წარმატებით განვახორციელოთ ჩვენი ევროინტეგრაციის პრიორიტეტები, რათა ევროკავშირთან ერთად ვაშენოთ საერთო მომავალი ევროპულ ოჯახში”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა წარმატება უსურვა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის გზაზე.
''ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს დემოკრატიულ სახელმწიფოებრივ რეფორმებს, იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი პოზიტიურად აისახება სამივე ქვეყნის შემთხვევაში. მიუხედავად არსებული სირთულეებისა, სამივე ქვეყანამ აირჩია ევროკავშირთან დაკავშირების, დაახლოების გზა... ევროკავშირი ყოველთვის მიუთითებს რუსეთს თავისი პასუხისმგებლობისაკენ. ჩვენ გვინდა, მოქალაქეებმა იცოდნენ, თუ რომელი გზით წავიდნენ და სწორედ ამას ეძღვენება ჩვენი დღევანდელი შეკრება”, - განაცხადა ანგელა მერკელმა.
![]() |