უცხოეთი
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი გადიან ევროკავშირიდან, სადაც საქართველოს შესვლა უნდა?!

1-vixodyat-zar-1საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. ევროპარლამენტის არჩევნებმა პარადოქსული შედეგები უჩვენა: დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა იმ პოლიტიკურმა მოძრაობებმა მიიღეს, რომლებიც ევროკავშირიდან გასვლის მომხრე იყვნენ.

ასე მაგალითად, საფრანგეთში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა მარინ ლე პენის პარტია „სახალხო ფრონტმა“ მიიღო, რომელიც ტრადიციული ღირებულებების დაბრუნების, ემიგრაციის და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ და ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოების სუვერენიტეტის აღსადგენად იბრძვის.

„კენჭისყრის შედეგები ევროკავშირზე მასობრივ უარს მოწმობს. ევროკავშირმა უნდა დაიბრუნოს ის, რაც ჩვენ მოგვპარა - ხალხს დაუბრუნოს სუვერენიტეტი“, - განაცხადა ლე პენმა.