უცხოეთი
ლავროვი: „ფერადი რევოლუციები“ საერთაშორისო სტაბილურობას ზიანს აყენებს

1Cvetbie-zar-3საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აღნიშნავს, რომ „ფერადი რევოლუციები“ საერთაშორისო სტაბილურობას თვალსაჩინო ზიანს აყენებს.

„საერთაშორისო სტაბილურობას თვალსაჩინო ზიანს აყენებს  სუვერენულ სახელმწიფოებში რეჟიმის შეცვლის ოპერაციები, რომლებიც გარედან სხვადასხვაგვარი „ფერადი რევოლუციის“ ინიცირებას ახდენენ“, - განაცხადა მან საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოსკოვის კონფერენციაზე გამოსვლისას.

„მცდელობები, თავს მოახვიონ სხვა ხალხებს, მათი ტრადიციებისა და ნაციონალური თავისებურებების გათვალისწინების გარეშე, შიდა გარდაქმნების საკუთარი რეცეპტები, ასევე „დემოკრატიის ექსპორტი“ დესტრუქციულ ზეგავლენას ახდენს საერთაშორისო ურთიერთობებზე და მსოფლიო რუკაზე ცხელ წერტილებს ამრავლებს“, - დასძინა მინისტრმა.