პუბლიკაციები
აშშ პუტინის დამხობისთვის 30 მილიარდ დოლარს დახარჯავს

1SverJenie-sazog-3საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. ამერიკელი კონგრესმენები “რუსულ მაიდანს” ამზადებენ - 26-მა პოლიტიკოსმა-რესპუბლიკელმა, რომელთა შორისაა გააფთრებული რუსოფობი სენატორი ჯონ მაკკეინი, ამერიკის კონგრესში კანონპროექტი შეიტანა. დოკუმენტი ნომრით 2277 აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული, მისი სახელწოდებაა “Russian Aggression Prevention Act 2014”, რაც შესაძლებელია ითარგმნოს, როგორც “აქტი რუსეთის მხრიდან აგრესიის თავიდან აცილების შესახებ 2014”.

გარდა ყოველგვარი სანქციების, რუსეთის საზღვრების გარშემო სამხედრო ძალების გაზრდის და სამხედრო სწავლებების ჩატარების, აგრეთვე ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო-კულტურული გაცვლის პროგრამების მხრივ გააქტიურებისა, ის ითვალისწინებს 2015-2017 წლების პერიოდში ყოველწლიურად 10 მლრდ დოლარის გამოყოფას “რუსეთში დემოკრატიის განვითარებაზე”.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით იმავე მიზნებისთვის, კონკრეტულად - “უფრო ძლიერი დემოკრატიული მთავრობისადმი უკრაინელი ხალხის მისწრაფების მხარდასაჭერად” აშშ-მა უკრაინაში 5 მილიარდი დოლარი დახარჯა. ასეთი ციფრი დაასახელა თავის ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საქმეებში ვიქტორია ნულანდმა. რუსეთისთვის განკუთვნილი თანხა ჯერადად მეტია - 30 მილიარდი დოლარი სამ წელიწადზე.

რუსეთის  “დემოკრატიზაციისთვის” განკუთვნილი ფულის გამოყენება შემდეგი საჭიროებებისთვის არის დაგეგმილი:

- დემოკრატიული მმართველობის, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლობის, კანონის უზენაესობის და ანტიკორუფციული ზომების გაუმჯობესება;

- დემოკრატიული ინსტიტუტების, აგრეთვე პოლიტიკური ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლის გაძლიერება;

- არაცენზურირებადი ინტერნეტისთვის ტექნიკური შესაძლებლობების გაფართოება - რუსეთში დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მუშაობისთვის თავისუფალი პირობების შექმნა, აშშ-ის მთავრობის მხრიდან მათი მხარდაჭერის გაძლიერება, აგრეთვე ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადოების დაცვაში დახმარება.

კანონპროექტმა ორი მოსმენა უკვე გაიარა და საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტს გადაეცა. საგულისხმოა, რომ ამ კანონპროექტის მკაცრი კრიტიკით გამოვიდა ყოფილი სენატორი-რესპუბლიკელი რონ პოლი, რომელსაც ბოლო ხანებში, თავისი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, აშკარად პრორუსული პოზიცია უკავია. არცთუ დიდი ხნის წინ ის რუსეთის მიმართ სანქციების შემოღების კატეგორიულად წინააღმდეგ გამოვიდა და ობამას ადმინისტრაცია მკაცრად გააკრიტიკა.

ცნობისათვის: რონ პოლი - კონგრესმენი-რესპუბლიკელი ტეხასის შტატიდან, აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სენატორ რენდ პოლის მამა, რომელსაც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ბევრი სოციოლოგი წარმატებას უწინასწარმეტყველებს.