საზოგადოება
მე-12 კლასელები აქციების მასშტაბების გაზრდას გეგმავენ

metormeteklaselebiსაქინფორმი რამდენიმე მე-12 კლასელს ესაუბრა. ისინი აცხადებენ, რომ რეგიონების მოსწავლეების ხარჯზე აქციების მასშტაბის გაზრდა იგეგმება. საუბარში მოსწავლეებმა მათი მისამართით პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გამოყენებულ ტერმინზე „ოროსნები“ კომენტარი გააკეთეს. „საქმე ოროსნობაში ნამდვილად არ არის, უბრალოდ, საგნები, რომლებშიც საატესტატო გამოცდები დანიშნეს, სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე, მოსწავლეებს არასათანადოდ აქვთ შესწავლილი... ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალი ათასმა ბავშვმა შეაშინა! მიხეილ სააკაშვილს რევოლუციის ეშინია და ამიტომ გვიწოდა „ოროსნები“ და სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვები,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რევაზ რევაზიშვილმა. ამასთან, მოსწავლეების მტკიცებით, ისინი წინააღმდეგნი არიან, რომ მათ აქციებს პოლიტიკოსები შეუერთდნენ. მომდევნო აქცია მიმდინარე კვირას, სავარაუდოდ, 19 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები განათლების სამინისტროს წინააღმდეგ მე-12 კლასელებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს 8 საატესტატო გამოცდა დაენიშნათ.