საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. ამერიკის ოფიციალური ჯაშუში - საქართველოს თავდასხმის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითნებურად, პრემიერ-მინისტრთან შეუთანხებლად, საქართველოში ნატოს რაკეტების განთავსება მოსთხოვა, ა.წ. 23 მაისს თავისნაირ არამზადებს და პროვოკატორებს - საქართველოში ნატოს მოსყიდულ ექსპერტებს შეხვდა, რომლებიც 2003 წლიდან დღემდე ქართველ ხალხს ატყუებენ.
შევახსენებთ საქინფორმის მკითხველს, რომ 2004 წლიდან, არნო ხიდირბეგიშვილი თავის მრავალრიცხოვან პუბლიკაციებში, მავნებლების მცირერიცხოვან ჯგუფს ამხელს, რომლებიც თავს ქართველ პოლიტოლოგებს - ექსპერტებს უწოდებენ, ხოლო მისი ტერმინი “პროქტოპოლიტოლოგი” დიდი ხანია ქრესტომათიული გახდა.
ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან დაუსვა დიაგნოზი საქართველოს მთავარ პროქტოპოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს და თქვა, რომ მასზე სულელ ადამიანს არ იცნობს, პოლიტიკიდან წასვლის წინ კი სწორედ ამ პროქტოპოლიტოლოგებს შეხვდა და დაუმტკიცა, რომ მათი ყალბი პროგნოზები გახვრეტილი გროშიც არ ღირს. ივანიშვილმა მაშინ მოსთხოვა “ექსპერტებს”, თავიანთი “პროგნოზები” (რომლებიც შემდეგ, ჩვეულებრივ, არ მართლდება) კონკრეტული ფაქტებით დაედასტურებინათ და არა სკანდალური ჭორები დაეყარათ და მოსახლეობაში პანიკა დაეთესათ.
მაშინ შეხვედრაზე მხოლოდ ივანიშვილის მიერ ყველაზე “ნაფერები ექსპერტი” – “ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი არ მივიდა, რომელმაც პრემიერისადმი “მადლიერების“ ნიშნად გესლიანად იხუმრა - რეპეტიტორს ვეძებ, რომ ივანიშვილთან შეხვედრისთვის მომამზადოსო!..
ამის მერე სოსომ ახალი „ხაზეინი“ იპოვა და ახლა მის გაქაჩვაზე მუშაობს, ხოლო მეორე სოსო - ის, ცინცაძე, წიგნი რომ არ აქვს წაკითხული ,მაგრამ ნატოზე სახოტბო წიგნი რომ დაწერა და 10 წელი რუსეთის დაშლას, იზოლაციას და დაღუპვას წინასწარმეტყველებდა, დღეს პრორუსული გახდა!..
სააკაშვილის დედით ნათესავის (რომელსაც, ივანიშვილის უარის მიუხედავად, ისევ საქართველოს პირველკაცობა სურს) შეხვედრა “ანალიტიკოსებთან“ (ანუ, პოლიტიკური ანალის სპეციალისტებთან) „ნატოსთან თავსებადობის კუთხით საქართველოს თავდაცვის უწყებაში გატარებულ რეფორმებზე“ საუბრით დაიწყო. სქელტუჩა „წავიდე ამერიკაში? არ წავიდე ამერიკაში?“-მ ქართველი სამხედროების ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობაზე, 2014 წლის შემდეგ „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიასა და 2015 წელს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) საქართველოს ჩართვაზეც ისაუბრა, ანუ როგორ იყენებს საზარბაზნე ხორცად, თავისი წინამორბედების მსგავსად, ქართველ ჭაბუკებს, თავისი აშშ-პატრონების დანაშაულებრივ ინტერესებში დაქირავებულ ოკუპანტებად რომ არიან ქცეული. აგრეთვე აღნიშნა „შეიარაღებული ძალების დეპოლიტიზაცია, რაც 2013 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი მიღწევაა და საპრეზიდენტო არჩევნები - ამისი ნათელი მაგალითია“.ანუ, ამით სააკაშვილის პოლიტიკურმა მემკვიდრემ ხაზი გაუსვა, რომ „ვერიტას“ -მარგველაშვილი ქართველმა ხალხმა არა „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ხათრით, არამედ მისი პიროვნული - „ჭეშმარიტად ქართული ტრადიციული, დარბაისლური ღირსებების“ და წინდების ქსოვაში პროფესიონალიზმის გამო აირჩია! რაც შეეხება ჯარის პოლიტიზაციას - ამაში ირაკლი მართალია: ქართველი ჯარისკაცი აბსოლუტურად აპოლიტიკურია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოს ტერიტორიების 20% დაკარგულია, ის თვალდახუჭული მარტო თავისი ამერიკელი მეთაურების ბრძანებებს ასრულებს პირნათლად ავღანეთში და ერაყში და დანარჩენზე არაფერზე ფიქრობს, როგორც წესდება მიუთითებს...
შემდეგ პროქტოპოლიტოლოგებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, შეკითხვები რეგიონული უსაფრთხოების, ნატოს უელსის სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხებს ეხებოდა (ალბათ, „დაავიწყდათ“, რომ ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ობამამ საქართველოს ნატოს წევრობაზე საბოლოოდ უარი თქვა და რომ საქართველოში მათ „ანალიზებს“ უკვე არავინ ჭამს).
ბოლოს სამშობლოს მოღალატეთა კლუბში ამერიკის დაზვერვის სკოლის კურსდამთავრებულმა ალასანიამ მაკკეინის მსახური ლაქიების იდიოტური „მოსაზრებები და რეკომენდაციებიც“ მოისმინა.