აქტუალური
აშშ-ში წვრთნის დროს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ბირთვული დარტყმის მოგერიება ვერ შეძლო
1na-uCeniax-akt-3საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის ნაციონალური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ საზაფხულო წვრთნის დროს სავარაუდო ბირთვული შეტევის მოგერიება ვერ შეძლო, - იუწყება Associated Press-ის ექსკლუზიური ტექსტი. ამ ინციდენტის შესახებ, რომელიც გასულ ზაფხულს მოხდა, ადრე ცნობილი არ იყო. აღნიშნულია, რომ ტარდება უსაფრთხოების მასშტაბური ინსპექცია. მანამდე თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა, რომ მსგავს ჩავარდნებს ქვეყნის ბირთვული უსაფრთხოების მიმართ საზოგადოების ნდობის შერყევა შეუძლია.