საქართველო, 22 მაისი,
საქინფორმი. გავრცელებული ცნობებით, მილიარდერმა
რინატ ახმეტოვმა ჯერ კიდევ გუშინ ფარულად დატოვა დონეცკი და ამჟამად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში იმყოფება. გუშინ ოლიგარქმა, რომელიც ხუნტას მიემხრო, დონბასის ქალაქებში დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების გამართვა სცადა. თუმცა, ხალხის მასებში ამ ღონისძიებამ მხარდაჭერა ვერ პოვა, ხოლო მონაწილეთა იძულებითმა მობილიზაციამ შედეგი არ გამოიღო.
მცირერიცხოვანი მიტინგები გაიმართა მხოლოდ ახმეტოვის კუთვნილ საწარმოებსა და მის გარემოცვაში. დიდი იყო საზოგადოებრივი პროტესტი კონტინენტზე ყველაზე მდიდარი კაცის განზრახვის მიმართ: სოციალური ქსელები აივსო მრისხანე ჩანაწერებით, რომლებიც ახმეტოვის ღალატს გმობდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ ასეთივე სოლიდური რეზონანსი გამოიწვია დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ წამოყენებულმა იდეამ ოლიგარქის კუთვნილი ქონების ნაციონალიზაციის შესახებ, რომელსაც აქტიურად უჭერდნენ მხარს თვითგამორკვეული რესპუბლიკის უბრალო მცხოვრებლები. ახმეტოვი მიხვდა, რომ წააგო და ინკოგნიტოდა დატოვა უკრაინისა და დონბასის ტერიტორია.