უცხოეთი
რუსეთი 25 მაისს ევროპარლამენტის არჩევნებს ელოდება

1Zhdet-zarub-2საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. გერმანიის ექსკანცლერმა ჰელმუტ შმიდტმა ახლახან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: „ჩვენ განდიდრების მანია გვაქვს“ და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა დასავლეთის პოლიტიკა უკრაინაში, ამასთან, აღნიშნა, რომ „ევროპაში სიტუაცია პირველი მსოფლიო ომის წინა დღეებს ჰგავს”. ეს უკვე გერმანიის მეორე ექსკანცლერია, რომელიც უკრაინის კრიზისის გამო დასავლეთის რუსეთთან კონფრონტაციის წინააღმდეგ გამოდის. ეს კი ნიშნავს, რომ გერმანიის ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ხელ-ფეხი შეკრული არა აქვს დიპლომატიური და ფორმალური პოლიტკორექტულობითა და ოფიციალური პოლიტიკით, მხარს უჭერს ვაშინგტონის კონტროლს არაქვემდებარე ევროპის დამოუკიდებელ პოლიტიკას. ფაქტობრივად, ექსკანცლერებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის „ჩაურევლობის პოლიტიკას“ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი მხარს არ უჭერს უკრაინაში რუსულენოვან  მოსახლეობას: იგი მხარს უჭერს, ისევე, როგორც დასავლეთი თავისიანებს უკრაინაში. ექსკანცლერები ორივე მხრიდან სამხედრო ჩარევის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

მართალია, უკრაინა რუსეთისა და აშშ-ის ბრძოლის ველია და ნებისმიერი ბრძოლის მიზანი გამარჯვებაა, მაგრამ აუცილებელი არ არის, „გამარჯვება“ ტერიტორიების დაკავებას გულისხმობდეს. იქნება გამარჯვება - იქნება ტერიტორიაც, გამარჯვების გარეშე კი ტერიტორიის დაკავება უაზრობაა. როგორც ჩანს, რუსეთი აშშ-სა და ევროპას შორის უკრაინული საჯილდაო ქვის ჩაგდებას აპირებს, ეს რთული სამუშაოა, მაგრამ მას ხელი დიდმა „გროსმაისტერმა“ ვლადიმერ პუტინმა მოჰკიდა. მაშასადამე, მორიგი სვლა „უკრაინულ პარტიაში“ 25 მაისის შემდეგ გაკეთდება, თუმცა, არა უკრაინის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც თავად უკრაინაშიც, დიდი გათვლით, არაფერს ცვლის, რადგან არჩევნები დასავლელი ობივატელის თვალში ბანდერული რეჟიმის ლეგიტიმაციისთვის ტარდება. რუსეთი კი 25 მაისის არჩევნებს ელოდება ევროპარლამენტში, სადაც ატლანტისტებსა და ევროსკეპტიკოსებს შორის დიდი დაკადაკაა მოსალოდნელი. რუსეთი სწორედ ამ ევროპული არჩევნების მოლოდინშია და კეთილსაიმედო სიტუაციას ქმნის „ევროსკეპტიკოსების“ პარტიისთვის, სადაც პროევროპელი პოლიტიკოსები არიან ბრიუსელელი პროამერიკული და გლობალისტური ევრობიუროკრატებისგან განსხვავებით. შესაძლოა, დიდწილად სწორედ ამის გამო შეწყდა ტანკების გრუხუნი უკრაინის საზღვარზე და ქვეყანას ჯერაც მიეწოდება საფასურგადაუხდელი გაზი. 25 მაისის შემდეგ კი არა მარტო უკრაინას წარედგინება ვადაგადაცილებული ანგარიშები. რუსეთის აქამდე „თავაზიანი პოლიტიკა“ დასავლეთის მიმართ ადეკვატურად მკაცრი გახდება. რა გაეწყობა, თუ მსოფლიო „ახალი ცივი ომისკენ“ მიემართება და ვაშინგტონი რუსეთისთვის არავითარი უსაფრთხოების გარანტიების მიცემას არ აპირებს, ისევე, როგორც თავისი პოლიტიკის შეცვლას უკრაინაში. ვნახოთ, რას იტყვის ამის თაობაზე 25 მაისის შემდეგ ევროპა და ყურად იღებს თუ არა გერმანიის ექსკანცლერების განცხადებებს.