საზოგადოება
საქართველოში ინგლისურენოვან მასწავლებელთა მორიგი ნაკადი ჩამოვიდა

ucxoeli-mascavlუცხოელი პედაგოგები ინგლისურ ენას უკვე ასწავლიან აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, რუსთავისა და თბილისის საჯარო სკოლებში.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ამ ინიციატივას განათლების სამინისტრო 2010 წლის ივლისიდან ახორციელებს. წლის ბოლომდე ქვეყანაში სულ ათასი უცხოელი პედაგოგის ჩამოყვანა იგეგმება.
ამ დღეებში საქართველოში ინგლისურენოვან მასწავლებელთა მორიგი ნაკადი ჩამოვიდა. ისინი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გადანაწილდებიან.