უცხოეთი
აღმოჩენილია ასობით უკრაინელი მებრძოლის მუცელგაფატრული გვამი

1trupi-ucx-3საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. 18.05.14, სლავმა სახალხო მოლაშქრეებმა, უკრაინის სამხედრო მოსამსახურეებისა და ნაცგვარდიის მებრძოლთა კონტროლქვეშ მყოფი კარაჩუნის სიმაღლესთან ჩატარებული ღამის სადაზვერვო ოპერაციის მიმდინარეობისას აღმოაჩინეს 180-ზე მეტი დაღუპული ნაცგვარდიელი, რომლებსაც მუცელი ჰქონდათ გაფატრული. შორიახლო, ტროიცკის სასაფლაოს რაიონში აღმოჩენილი იქნა კიდევ 300 გვამი გაფატრული მუცლით, შინაგანი ორგანოების გარეშე.

წინა საღამოს ამ რაიონში ადგილობრივმა მკვიდრებმა შენიშნეს „წითელი ჯვრის“ მანქანა. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონბასში, „კერძო სამხედრო კომპანიებიდან“ დაქირავებული მებძროლების გარდა, იმავე დაქირავებულთა და უკრაინის არმიის დასახმარებლად უცხოელი ექიმები გამოჩნდნენ სპეცაღჭურვილობით. ისინი მოკლულებსა და მძიმედ დაჭრილ მებრძოლებს შინაგან ორგანოებს აცლიან. ასევე, რეგიონში გამოჩნდა საინკასაციო და სასწრაფო დახმარების მანქანები უკრაინული ნომრებით, ხოლო მათი დანიშნულებისამებრ მოხმარება სერიოზულ ეჭვებს იწვევს.

საინტერესო ცნობები ვრცელდება ჰოსპიტლებიდან, სადაც უკრაინის არმიის, ნაცგვარდიისა და „მემარჯვენე სექტორის“ დაჭრილ მებრძოლებს განათავსებენ. ამ დაწესებულებებში გამოჩნდნენ ახალი სპეციალისტები - ქირურგები, რომელთა დიდი ნაწილიც უცხოელია. თუმცა, ყველაზე დიდი უცნაურობა ისაა, რომ ისინი ნაცგვარდიისა და „მემარჯვენე სექტორის“ მძიმედ დაჭრილი მებრძოლებით არიან დაკავებული, უტარებენ მათ დამატებით ანალიზებს და ზოგიერთ მათგანს „სამკურნალოდ“ კიევსა და დნეპროპეტროვსკში აგზავნიან, ამასთან, მთლიანად ანადგურებენ შესაბამის დოკუმენტაციას. „სამკურნალოდ“ ბრჭყალებში, რადგან სატელეფონო და პირად საუბრებში იხსენიებენ ამა თუ იმ დაჭრილის კარგ კონკრეტულ ორგანოებს. როგორც ჩანს, ადგილობრივი პერსონალის მიერ ინგლისურისა და ლათინურის ცოდნის შესახებ მათ არასრული ინფორმაცია მიაწოდეს. დიდი ალბათობით, ევროინტეგრაციის ზოგიერთი მომხრე ევროპაში გაცილებით ადრე აღმოჩნდება, ოღონდ - დანაწევრებული.