საზოგადოება
მოვაჭრეებს საპროტესტო აქციის გამართვის შემთხვევაში დაპატიმრებით დაემუქრნენ

movachreebs-emuqrebianთელავში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მაღაზიების თანამშრომლებს, რომლებიც დღეს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვას აპირებდნენ, აქციის გამართვის შემთხვევაში დაპატიმრებით დაემუქრნენ. მათი თქმით, დილით მაღაზიების მესაკუთრეები ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა გააფრთხილეს, საპროტესტო აქცია არ გაემართათ.
შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში მეწარმეებზე ზეწოლის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.
ორი დღის წინათ თელავში საბითუმო მაღაზია „დელფინის“ ერთ-ერთმა მფლობელმა პაატა პაპალაშვილმა მაღაზიაში თავი ჩამოიხრჩო. თანამშრომლების განცხადებით, შემოსავლების სამსახურმა პაატა პაპალაშვილს 320 000 ლარის ოდენობის ჯარიმა უკანონოდ დააკისრა, რაც თვითმკვლელობის მიზეზი გახდა.