უცხოეთი
რობერტ გეიტსი: „ამერიკისთვის უმთავრესი საფრთხე არა რუსეთი, არამედ თეთრი სახლია!“

robertgeits-ucx-2საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოებისათვის უმთავრესი საფრთხე რუსეთიდან კი არა, ვაშინგტონის ცენტრში მდებარე 2 კვადრატული მილიდან მომდინარეობს, სადაც თეთრი სახლია განთავსებული, - ამის შესახებ ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა რობერტ გეიტსმა განაცხადა.

უკრაინის კრიზისზე მსჯელობისას წამყვანი დაინტერესდა, მიიჩნევს თუ არა იგი რუსეთს სერიოზულ საფრთხედ აშშ-სთვის, რაზეც გეიტსმა მიუგო: „ვფიქრობ, ყველაზე სერიოზული საფრხე აშშ-ის ნციონალური უსაფრთხოებისთვის მოცემულ მომენტში ორი კვადრატული მილიდან მომდინარეობს, სადაც თეთრი სახლი და კაპიტოლიუმია განავსებული“.

ექს-მინისტრმა განმარტა, რომ მხედველობაში აქვს ბოლო წლებში ამერიკულ პოლიტიკაში არსებული სიტუაცია, როცა კომპრომისების ძიება ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულებით ჩიხში ექცევა, გადაწყვეტილებების მიღება კი თვეობით ჭიანურდება დემოკრატ ბარაქ ობამას ადმინისტრაციასა და რესპუბლიკელებს შორის მუდმივი უთანხმოებების გამო.

უკრაინაში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით გეიტსმა აღნიშნა: „აშშ-ს უკიდურესად მცირე ტაქტიკური ვარიანტები აქვს. სამხედრო ჩარევის სცენარი გამორიცხულია. მოკლევადიან პერსპექტივაში რაიმეს გაკეთება რთულია. თუ რუსეთს უკრაინასთან მიმართებაში ხანგრძლივვადიანი სტრატეგია აქვს, მაშინ ის აშშ-საც უნდა ჰქონდეს“.