უცხოეთი
საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. საუბრის დასაწყისს წინ უსწრებდა შეხვედრის ოფიციალური ცერემონია, რომლის მიმდინარეობისას ორი სახელმწიფოს მეთაურებმა დელეგაციის წევრები წარადგინეს. იმსჯელეს ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებზე, - ცნობა ამის შესახებ რფ-ის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული.
მოლაპარაკების შედეგებით, ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა ხელი მოაწერეს „ერთობლივ განცხადებას“. ამასთან, ორი სახელმწიფოს მეთაურის თანდასწრებით ხელი მოეწერა სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტთა პაკეტს.
რუსეთის პრეზიდენტმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ პრესისათვის განცხადებები გააკეთეს.