პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: “საქართველოს მთავრობა საკუთარი მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს”

prava-polit-1საქართველო, 20 მაისი. საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარ ნავანეთემ პილაისთან შეხვედრისას განაცხადა.

მხარეებმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამ მხრივ ვითარება გაუმჯობესდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს უმაღლეს კომისარს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, თომას ჰამრბერგის, ასევე გაეროს და ადგილობრივი უფლებადამცველების რეკომენდაციების საფუძველზე ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა.

მხარეებმა საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება და  ე.წ  საზღვრისპირა სოფლების ჰუმანიტარული პრობლემებიც განიხილეს.