რელიგია
საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. სერბეთის პატრიარქმა ირინეოსმა გეი-აღლუმს “ამორალური აისბერგის მწვერვალი და ყველა გარყვნილებისა და ბიწიერების ნაკრები” უწოდა.
“მებრალებიან ეს ადამიანები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ გეი პოპულაციას მიეკუთვნებიან. ეს ადამიანის ბუნების დარღვევა ან გადახრაა... ვერ გამიგია, რატომ გვახვევენ თავს ამ პრობლემას და აშკარად აჩვენებენ ამას”, - თქვა სერბეთის ეკლესიის წინამძღოლმა გამოცემა “ნედელნიკთან” ინტერვიუში, როდესაც პასუხობდა შეკითხვას, ეცდება თუ არა სერბეთის ეკლესია, ხელისუფლებისგან გეი-აღლუმის აკრძალვას მიაღწიოს.წელს სერბეთის დედაქალაქში ისევ მზადდება ერთკვირინაი აქცია სახელწოდებით “ღირსების აღლუმი”, სავსე სხვადასხვა ღონისძიებით, გამოფენებით და კონცერტებით, რომლებიც ლგბტ-საზოგადოების საქმიანობის სხვადასხვა გამოვლინების პოპულარიზაციას ემსახურება.
მომავალმა აქციებმა ისევ ორად გახლიჩა სერბეთის საზოგადოება, რომლის ძირითადი მასა უარყოფითად ეკიდება მსგავს ღონისძიებებს. გასულ წელს ანალოგიურ “ღირსების აღლუმს” თან ახლდა მკრეხელური, ღვთისმგმობი გამოხტომები. ამასთან, სერბეთის ხელისუფლებაზე და საზოგადოებაზე, ამ ღონისძიებების ჩატარების მიზნით, უპრეცედენტო ზეწოლას ახდენდნენ ევროკავშირის ქვეყნების და აშშ-ის წარმომადგენლები. იმაში, რომ ისინი გაიმართა, აქტიური როლი ითამაშეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა.