უცხოეთი
პუტინმა სამხრეთ რუსეთში წვრთნებში მონაწილე ჯარების დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნების ბრძანება გასცა

prikazal-zar-3საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რფ-ის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს დაავალა უკან, დისლოკაციის ადგილებზე დააბრუნოს ჯარები, რომლებიც როსტოვის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში წვრთნებში მონაწილეობდნენ.

„ჯარების მომზადების გეგმური  საგაზაფხულო ფაზის დასრულებასთან დაკავშირებით, რომელიც როსტოვის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში მიმდინარეობდა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს დაავალა, წვრთნებში მონაწილე ჯარები მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დააბრუნოს და მათი საბრძოლო მომზადება მიმდებარე პოლიგონებზე გააგრძელოს“, - იტყობინება „იტარ-ტასი“ რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით.