უცხოეთი
რუსულმა განათლებამ მსოფლიო რეიტინგში აშშ-ს გაუსწრო

obrazovanie-ucx-3საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. Economist Intelligence Uni-ის მიერ შედგენილი რეიტინგის მიხედვით, რუსეთის განათლების სისტემა ევროპის საუკეთესოთა ათეულში მოხვდა და მერვე პოზიცია დაიკავა, მსოფლიო რეიტინგში კი ის მე-13 ადგილზე აღმოჩნდა. ეს ურიგო შედეგი როდია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მან უკან ჩამოიტოვა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, ავსტრალია, საფრანგეთი, შვეიცარია, ისრაელი.

“ბი-ბი-სის” განცხადებით, რეიტინგის შედგენისას ექსპერტები განათლების სფეროში რიგ საერთაშორისო ტესტებსა და მაჩვენებლებს დაეყრდნენ. ევროპაში საუკეთესოდ იქნა მიჩნეული განათლება ფინეთში, მეორე და მესამე ადგილები კი დიდმა ბრიტანეთმა და ნიდერლანდებმა დაიკავეს. რაც შეეხება მთელ მსოფლიოს, გლობალური რეიტინგის სათავეში აზიური ქვეყნები აღმოჩნდნენ: სამხრეთ კორეა, იაპონია, სინგაპური და ჰონკონგი.