ამერიკელი დიპლომატი: ამერიკამ იცოდა, რომ საზარელი სასაკლაოს პროვოცირებას ახდენდა
საქართველო, 16 მაისი,
საქინფორმი. აშშ-მა იცოდა, რაზე მიდიოდა და რით ემუქრებოდა ევროპას, უკრაინასა და რუსეთს უკრაინის საქმეებში ჩარევა - ამის შესახებ Morning Star-ის პუბლიკაციაშია ნათქვამი. ჟურნალისტები იშველიებენ
უილიამ ბერნსის დიპლომატიურ მიმოწერას, რომელიც WikiLeaks-მა გამოაქვეყნა. სავსებით თვალსაჩინოა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ იცოდა, თუ რით დასრულდებოდა მათი ჩარევა უკრაინაში.
როგორც გამოცემა იუწყება, ჯერ კიდევ 2008 წელს უილიამ ბერნსმა, რომელიც ამჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეა, დაწვრილებით და დეტალურად გადმოსცა უკრაინის საქმეებში აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატოს ჩარევის სირთულეები და საფრთხეები.