უცხოეთი
რუსეთი დედოლარიზაციის კამპანიას აწარმოებს: ჩინეთი და ირანი მზად არიან, დოლარზე უარი თქვან

rossya-ucx-1საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. მოსკოვი აქტიურად ახორციელებს დოლარისგან თავისუფალი სისტემის შექმნის, ანუ როგორც რუსეთში უწოდებენ, მსოფლიოს „დედოლარიზაციის“ გეგმებს. თუ დასავლეთს სანქციების გაძლიერებაზე რუსეთისგან საპასუხო ზომების მიღება სურდა, გამოდის, რომ მიიღო კიდეც.

როგორც რუსული პრესა იუწყება, ფინანსთა სამინისტრო მზადაა, მწვანე შუქი აუნთოს საექსპორტო ოპერაციებში რუბლის როლის რადიკალური გაზრდის პროგრამას და დოლარზე გარიგებების უგულებელყოფას. სამთავრობო წყაროები დარწმუნებული არიან, რომ საბანკო სექტორს უნარი შესწევს, რუბლებში განხორციელებული გარიგებების ზრდას მოერიოს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის გეგმები ვერ განხორციელდებოდა, რომ არ გამოჩენილიყო ქვეყნები, რომლებიც ორმხრივ გარიგებებში დოლარზე უარის თქმას მიესალმებოდნენ. განსაკუთრებით აქტიურად დაუჭირეს მხარი რუსეთს ჩინეთმა და ირანმა. სავარუდოდ, გაზისა და ნავთობის კონტრაქტების ვალუტა, რომლებსაც ხელს ჩინეთი და რუსეთი მოაწერენ, რუბლი და იუანი იქნება.

რაც მეტად განაწყობს დასავლეთი რუსეთს თავის წინააღმდეგ, მით უფრო შორს დაიჭერს თავს რუსეთი დოლარის სისტემისაგან და მნიშვნელოვნად განამტკიცებს კავშირს ინდოეთსა და ჩინეთთან.