საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალმა თავმჯდომარემ დიმიტრი დარბაისელმა ბოლო ხანებში ქართული მედიის ყურადღება მიიპყრო. „ნაციონალური მოძრაობის“ ოპონენტები დარბაისელის საკადრო პოლიტიკას აკრიტიკებენ. ლაპარაკია „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში შსს-ში მაღალ თანამდებობებზე მომუშავე პირების დაწინაურებაზე და მათთვის ასტრონომიული პრემიების გაცემაზე.
ცნობილი გახდა იმის შესახებაც, თუ როგორ აარიდა თავი ყავლაშვილმა მართლმსაჯულებას. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პროკურორს უფლება აქვს, არ დაიწყოს და შეწყვიტოს სისხლის სამართლებრივი დევნა პირის მიმართ. განრიდებაში ყავლაშვილს დახმარება პროკურორმა თამარ მესაბიშვილმა გაუწია, რომელიც, თავის მხრივ, დიმიტრი დარბაისელის კადრისა და პირველი მოადგილის სიმონ მაჩაიძის მეუღლეა.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი დარბაისელის მიერ პრემირებულ პირებს შორის ყავლაშვილი და მაჩაიძეც არიან. პირველ მათგანს პრემიის სახით - 17 125, ხოლო მეორეს 38 733 ლარი ერგო.
ინფორმაციას Opinon.ge ავრცელებს.