სამართალი
„არასაპარლამენტო ოპოზიცია“ NDI-ის წარმომადგენლებს შეხვდა

arasaparl-opozicia-sam-3საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. 15 მაისს „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ცენტრალურ ოფისში ბლოკის ლიდერების და NDI-ის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის თემა საარჩევნო პროცესი იყო. ბლოკის ლიდერებმა NDI-ის წარმომადგენლებს მიაწოდეს ყველა ინფორმაცია წინასაარჩევნო დარღვევებზე და არათანაბარ გარემოზე.

„არასაპარლამენტო ოპოზიციას“ არაკონკურენტულ გარემოში უწევს ბრძოლა. გარდა ამისა, ხორციელდება ზეწოლა ბლოკის წარმომადგენლებზე, კერძოდ, 14 მაისს დააკავეს ბლოკის ქუთაისის შტაბის ხელმძღვანელი გოგი წულაია. ხარაგაულში კი თანამდებობებიდან გაათავისუფლეს ბლოკის მაჟორიტარი კანდიდატები, რომლებიც საჯარო მოხელეები იყვნენ.