საზოგადოება
უნივერსიტეტების გაუქმება-გაერთიანება მოდური გახდა

ilias-univerსაქინფორმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი (თეუსუ) გაუქმდა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანდა, განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმაც დაადასტურა. მისი თქმით, უნივერსიტეტი უმაღლესი სასწავლებლების ოპტიმიზაციის პროგრამაში მოჰყვა. ბოლო დღეებია, ვრცელდება ინფორმაცია, რომ განათლების სამინისტრო სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანებასაც გეგმავს, კერძოდ, იგეგმება თბილისის სამხატვრო აკადემიის, თეატრალური ინსტიტუტისა და კონსერვატორიის მატერიალური ბაზების გაერთიანება, ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თსუ-სთან შეერთება.
ამ ინფორმაციას დიმიტრი შაშკინი უარყოფს და აცხადებს, რომ „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეერთებით ეს თემა დაიხურა და სხვა უნივერსიტეტების გაერთიანება აღარ იგეგმება“.
აღნიშნულ ინფორმაციასზემოთ ჩამოთვლილი უნივერსიტეტები არ ადასტურებენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის - გიგი თევზაძის თქმით, „ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ძალიან სამწუხაროა, რომ საზოგადოებაში მსგავსი ჭორი მუსირებს“.
შეგახსენებთ, რომ თავიდან საქინფორმს არც თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის გაუქმებას უდასტურებდნენ, თუმცა საბოლოოდ მაინც გაუქმდა.