უცხოეთი
ნარიშკინი უკრაინაში მოსალოდნელი არჩევნების შესახებ

nariSkin-ucx-3საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. სახელმწიფო დუმის სპიკერი სერგეი ნარიშკინი მაისის ბოლოს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების არ ჩატარებას  უფრო დიდ ბოროტებად მიიჩნევს, ვიდრე ჩატარებას, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მეთაურის ლიეგიტიმურობა არასრული იქნება.

22 თებერვალს უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა. უმაღლესმა რადამ ხელისუფლებას ჩამოაშორა პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, შეცვალა კონსტიტუცია და არჩევნები 25 მაისს დანიშნა. მოსკოვს მიაჩნია, რომ რადას გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობა ეჭვს იწვევს, ხოლო არჩევნების ლეგიტიმურობა დამოკიდებული იქნება რიგ პირობებზე, რომელთა შორისაც არის ტრანსპარენტულობა და რეგიონების ინტერესთა გათვალისწინება.

„უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება არალეგიტიმურია. ხელისუფლებისა და პრეზიდენტის ლეგიტიმურობის ხარისხი, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები გაიმართება, ჩემი აზრით, არასრული იქნება“, - განაცხადა ნარიშკინმა ტელეარხ „როსია-24“-ის ეთერში.