უცხოეთი
უნგრეთი უნგრელებისათვის უკრაინის კარპატისპირეთში ავტონომიასა და ორმაგ მოქალაქეობას „მკაფიოდ“ მოითხოვს

vengria-ucx-2საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ამ პოსტზე თავისი მესამე ვადის პირველსავე გამოსვლაში მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ, უკრაინაში მცხოვრები უნგრელებისათვის ორმაგი მოქალაქეობა და ავტონომია მოითხოვა.

პარლამენტში გამოსვლისას ორბანმა განაცხადა: „ჩვენ უნგრულ საკითხს განვიხილავთ, როგორც ევროპულს. კარპატისპირეთის რეგიონში მცხოვრებ უნგრელებს ორმაგი მოქალაქეობის, ნაციონალური თემისა და ავტონომიის უფლება აქვთ“.

ამასთან, ორბანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სწორედ უკრაინის კარპატისპირეთის ოლქზე. „უკრაინაშ მცხოვრები 200 ათასი ეთნიკური უნგრელის მდგომარეობა ამ საკითხს განსაკუთრებულ სიმწვავეს ანიჭებს. უნგრულმა თემმა იქ ორმაგი მოქალაქეობა უნდა მიიღოს და, ასევე,თვითმმართველობის შესაძლებლობა. ეს ჩვენი მკაფიო მოლოდინია ახალი უკრაინისგან“, - აღნიშნა მან.

უნგრეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს უკრაინის ხელისუფლებას დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების საქმეში.