რუსეთი აშშ-სთვის სარაკეტო ძრავების მიწოდებას წყვეტს
საქართველო, 15 მაისი,
საქინფორმი. რუსეთი აცხადებს, რომ აშშ-სთვის იმ სარაკეტო ძრავების მიწოდების აკრძალვას გეგმავს, რომლებიც სამხედრო და სადაზვერვო თანამგზავრების გასაშვებად გამოიყენება. ვიცე-პრემიერი
დიმიტრი როგოზინის განცხადებით, ქვეყანა ასევე აპირებს რუსეთში განთავსებული ამერიკული სანავიგაციო სისტემა GPS-ის ზოგიერთი სადგურის გათიშვას და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ექსპლუატაციის შეწყვეტას 2020 წელს.
აღნიშნული ზომები აშშ-ის სუსტ ადგილებში დარტყმას წარმოადგენს იმის გათვალისიწნებით, რომ ამერიკა რუსულ კოსმოსურ ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული.
შესაბამისი განცხადება დასავლეთის სანქციების ტალღის ფონზე გაკეთდა, რომელთა ნაწილიც მიმართულია როგოზინის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს კურატორობს.
პენტაგონი თანამგზავრების გაშვებისას რუსეთიდან იმპორტირებულ სარაკეტო ძრავებს იყენებს.