სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

azer-sam-2საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. გუშინ გაიმართა შს მინისტრის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს შეეხო.

ალექსანდრე ჭიკაიძე აზერბაიჯანელ კოლეგას – აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრ რამილ უსუბოვს შეხვდა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მინისტრებმა საზღვრისპირა რაიონებში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებაზე ისაუბრეს.

ოფიციალურ შეხვედრებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად "საპატიო დაკრძალვათა" ხეივანი მოინახულა. მინისტრმა აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, ზარიფა ალიევას საფლავები გვირგვინით შეამკო.

ალექსანდრე ჭიკაიძემ ასევე მოინახულა "შაჰიდების ხეივანი", სადაც "მარადიული ცეცხლის" მემორიალი გვირგვინით შეამკო.