უცხოეთი
მისივე თქმით, „გაზპრომმა“ 13 მაისს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა უკრაინულ კომპანიას გაზის საფასურის საავანსო გადახდაზე გადასვლის შესახებ იმ კონტრაქტის დებულების შესაბამისად, რომელიც 2009 წელს გაფორმდა. რუსული ცისფერი საწვავის მიწოდების მოცულობა შემდეგ თვეში 114 მლნ კუბ/მ შეადგენს დღე-ღამეში. თანხები 2 ივნისამდე უნდა გადაირიცხოს, 3 ივნისიდან დაწყებული, უკრაინა გაზს მხოლოდ ფასგადახდილი მოცულობით მიიღებს.
„ვადაგადაცილებული ვალი მოცემულ მომენტში 3.5 მლრდ დოლარს შეადგენს. ეს საკმარისად მყარი და ობიექტური მიზეზია წინასწარი გადახდის შესახებ კონტრაქტის შესაბამისი დებულების ასამოქმედებლად“, - განაცხადა „გაზპრომის” წარმომადგენელმა.