უცხოეთი
გფრ-ის ვიცე-კანცლერმა უკრაინასთან მიმართებაში ევროკავშირის პოლიტიკის შეცდომები აღიარა

viceსაქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა ზიგმარ გაბრიელმა აღიარა, რომ უკრაინასთან მიმართებაში ევროკავშირის პოლიტიკა გაუაზრებელი იყო.

„რასაკვირველია, უგნურებაა უკრაინაში ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს მან რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს“, - განაცხადა გაბრიელმა საინფორმაციო პორტალ RP Online-თან ინტერვიუში.

გერმანელმა მინისტრმა რფ-ს პასუხისმგებლობა დააკისრა „ქაოსისკენ უკრაინისთვის ბიძგის მიცემაზე“. „რა ქმა უნდა, ევროკავშირმაც დაუშვა შეცდომა, თუმცა, ეს არ ამართლებს რუსეთის ქმედებებს“, - მიაჩნია გფრ-ის ვიცე-კანცლერს.

რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უწინ განაცხადა, რომ რუსეთი თავს არ მიიჩნევს კონფლიქტის ერთ-ერთ მხარედ და არ აპირებს პასუხისმგებლობა იკისროს დასავლეთის ქმედებების შედეგებზე, რომლებმაც სიტუაცია ჩიხში შეიყვანა.