სამართალი
კახა კოჟორიძე: „გენერალური დირექტორის საქმიანობა შეიძლება ნიშნავდეს ჟურნალისტურ საქმიანობასაც“

koJoriZe-sam-2საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძისგანცხადებით, ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით, „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

„საერთაშორისო სტანდარტები ამბობს იმას, რომ გენერალური დირექტორის საქმიანობა შეიძლება ნიშნავდეს ჟურნალისტურ საქმიანობასაც, შესაბამისად, მას, ამ სტანდარტების გათვალისწინებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება“, - განაცხადა კოჟორიძემ.