სამართალი
ლევან იზორია: „იმ აპარატურის გამოსავლენად, რითაც მოსმენები ხორციელდება, სპეციალური ტექნიკაა საჭირო“

Levan-Izoria-sam-1საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, რომელიც მან “იმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" გააკეთა,  იმ აპარატურის გამოსავლენად, რითაც მოსმენები ხორციელდება, სპეცტექნიკაა საჭირო, რომელიც საქართველოს არ გააჩნია.

"ამ აპარატურის გამოვლენა სპეციალური ტექნიკური საშუალებით ხდება, რომელიც არა ნაკლებ ძვირად ღირებულია, ვიდრე ის ტექნიკური საშუალება, რითაც მოსმენები ხორციელდება. ასეთ ტექნიკურ საშუალებას ჯერ ჩვენი ქვეყანა არ ფლობს - თვითონ ეს ტექნიკა ახალია. სხვადასხვა ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მოხდა ორი ტექნიკის ტესტირება, თუმცა არ მინდა საიდუმლო ინფორმაცია გავაჟღერო. ჩვენ ვაპირებთ ცდომილებისგან დაზღვეული და 100-პროცენტიანი ტექნიკა წელს შევიძინოთ, მაგრამ ეს მილიონებთანაა დაკავშირებული და მაღალი ხარისხის იდენტიფიცირების გარეშე მისი შეძენა არასწორი იქნება", - აღნიშნა ლევან იზორიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სპეციალური ტექნიკაის გარეშე დაკარგული მოსასმენი აპარატურის მოძიება შეუძლებელია. რაც შეეხება უშუალოდ მოსმენებს, ვერც იდეალური კანონმდებლობა და ვერც იდეალური ტექნიკური შესაძლებლობები ასეთი ტიპის სამართალდარღვევებს ვერ გამორიცხავს.