საზოგადოება
“ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა არის არა იმედი, არამედ დამდგარი ფაქტი. სულ მალე საქართველო ოფიციალურად მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას” - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმზე

podpisanie-sazogad-3საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით რამდენიმე ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

"ბოლო ორი წელია, რაც საქართველომ განსაკუთრებული ნაბიჯები გადადგა ეკონომიკური განვითარების კუთხით. მე მოწმე ვხდები და ვუყურებ ამ პროგრესს და კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენ ბევრი გვაქვს ერთად გასაკეთებელი. გარდა პოლიტიკური საკითხებისა, ჩვენთვის პრიორიტეტია ეკონომიკური ურთიერთობის განმტკიცება. საქართველოს ბევრი სასარგებლო აქვს ინვესტორებთან დაკავშირებით. პირველი არის სტაბილური და გარანტირებული ჩარჩო საკანონმდებლო თუ ფისკალური თვალსაზრისით, რასაც ინვესტორები ყველგან მოითხოვენ და არა მარტო საქართველოში. მეორე მისი გეოგრაფიული მდებარეობაა. ესაა შესაძლებლობა, საქართველო იყოს სატრანზიტო ადგილი - ტრანსფორმაციების, ცვლილებების ადგილი. გარდა ამისა, ყველანაირი პირობა არსებობს, რომ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით საქართველომ დააკმაყოფილოს არა მხოლოდ თავისი, არამედ სხვა ქვეყნის მოთხოვნებიც, და ბოლოს – მესამე პრიორიტეტი, მთავარი კოზირი, რაც მას აქვს, მთავრობის კეთილი ნებაა, მოახდინოს ეკონომიკის მოდერნიზება, გაატაროს კარგი რეფორმები. ეს ფრანგი მწარმოებლების კიდევ უფრო მეტ დაინტერესებას გამოიწვევს",-აღნიშნა ფრანსუა ოლანდმა.