„ახალგაზრდა დემოკრატებმა“ ფინანსთა სამინისტროსთან აქცია გამართეს
„შეწყვიტეთ ბიზნესის ტერორი!“ – ამ ლოზუნგით ფინანსთა სამინისტროსთან „ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატების“ აქცია გაიმართა.
აქციაში 30-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ისინი სამინისტროს შენობასთან პარტიის დროშებითa და სასტვენებით მივიდნენ და ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი.
„ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე სულხან ღლონტის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში იბარებენ ბიზნესმენებს და მცირე მეწარმეებს, მათზე ზეწოლას ახორციელებენ და ფულს ითხოვენ. ღლონტის თქმით, ამის შესახებ მათ პარტიას რამდენიმე ბიზნესმენმა აცნობა.
სტვენისა და ხმაურის გამო , სამინისტროსთან აქციის დაწყებისთანავე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც გამოჩნდნენ. ისინი სიტუაციას შორიდან აკვირდებოდნენ.