უცხოეთი
საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, კვირას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ჩატარებული თვითგამორკვევის რეფერენდუმის შესახებ. აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების განცხადებების ფონზე რეფერენდუმის შედეგების არაღიარების შესახებ კრემლმა განაცხადა, რომ მოქალაქეთა მიერ გამოხატულ ნებას პატივისცემით ეკიდება. თუმცა თავად განცხადებას შესაძლოა ფრთხილიც ეწოდოს, მასში საუბარია კიევისა და რეგიონების დიალოგის შესაძლებლობებზე. მოსკოვს ასევე ეუთოს მისიის შუამავლობის იმედი აქვს.