უცხოეთი
საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. ევროკავშირი არ აპირებს აღიაროს უკრაინის აღმოსავლეთ ოლქების ე. წ. „დამოუკიდებლობის რეფერენდუმის“ შედეგები და ის უკანონოდ მიაჩნია. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობის პრესმდივანმა საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში მაია კოსიანჩიჩმა განაცხადა.
უწინ ჩატარებული კეჭისყრის შედეგების არაღიარების შესახებ განცხადება გააკეთეს აშშ-ის წარმომადგენლებმაც.
თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ „სეპარატისტებმა, რომლებსაც ჩვეულებრივი მოქალაქეების ცხოვრებაში ქაოსი შეაქვთ, აღმოსავლეთ უკრაინაში თავისი „რეფერენდუმი“ მოაწყვეს.